"არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტისთვის უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს მისთვის სამხედრო ძალების გადაბარებას.
„რაც შეეხება თავდაცვის საკითხებს, აქ ითქვა, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი. უმაღლესი მთავარსარდალი დღესაც ჰყავს ქვეყანას და ხვალაც ეყოლება. ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არავინ მოგატყუოთ - არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება. ამაშია პატარა ტყუილი, რომელსაც გაპარებენ. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედო ძალები ექვემდებარება, არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება,“ - განაცხადა კობახიძემ.
მან უშიშროების საბჭოს ფუნქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არალეგიტიმური ორგანოა და ვენეციის კომისიამაც კი მოუწოდა კონსტიტუციიდან მისი წაშლის შესახებ.