დონალდ ტრამპმა ეკლესიას პოლიტიკური აგიტაციის ნება დართო. ამის შესახებ გამოცემა ინდეპენდენტი იტყობინებნა. პრეზიდენტის განკარგულებით, რელიგიურ ჯგუფებს არჩევნებზე კანდიდატისთვის მხარდაჭერის ღიად გამოხატვის უფლება მიეცემათ, რაც ამერიკის 36-ე პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ შეუძლებელი იყო. ტრამპის ახალ ინიციატივას კონგრესი უახლოეს ხანებში განიხილავს.