ჩინეთს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. მონღოლეთის ავტონომიის ტერიტორიიდან გადმოსულმა მტვერმა ჩინეთის ჩრდილოეთ რაიონები დაფარა. რთული ვიტარებაა შექმნილი პეკინშიც. ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქელებს შენობებიდან გამოსვლისგან ტავის შეკავებას ურჩევს. ცუდი მხედველობის გამო შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობაც.