ბრიტანულმა გამოცემა „სანმა“ ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემა იუწყებოდა, რომ პრინცი ფილიპე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია გაზეთის ვებ-გვერდიდან მალევე ამოიღეს. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედინბურგის ჰერცოგი შემოდგომიდან უფლებამოსილებას შეწყვეტს და ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება თავად პრინცმა ფილიპემ მიიღო, რაშიც მხარი მას მეუღლემ, ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ დაუჭირა.