გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ჩეჩნეთში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტები შეახსენა. საგანგებო განცხადება ანგელა მერკელმა სოჭში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ბატონ პრეზიდენტს ვესაუბრე იმ შემაშფოთებელ მოხსენებაზე, სადაც ჰომოსექსუალთა დევნაზეა საუბარი. მე მას ვთხოვე, სექსუალურ უმცირესობათა უფლებები დაიცვას,“-აღნიშნა მერკელმა.