3 მაისს თბილისი საქართველო - თურქეთის ბიზნესფორუმს უმასპინძლებს, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
ბიზნესფორუმში თურქეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება 22 კომპანია სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სექტორებიდან.
თურქული კომპანიების მხრიდან დიდი დაინტერესებაა ქართულ კომპანიებთან სავაჭრო-ეკონომიკუ რი თანამშრომლობის გააქტიურების, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და ინვესტიციების განხორციელების კუთხით.
ბიზნესფორუმი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.