საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ადგილობრივი ეტიკეტის დაცვაზე უარი თქვა. ანგელა მერკელს მეფე სალმანთან შეხვედრისას თავსაბურავი არ დაუხურავს. მანამდე თავსაბურავზე უარი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ და ბუნდესვერის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლიაიენმა თქვეს.