ფრენსის ფორდ კოპოლას, ლეგენდარული სურათის, „ნათლიმამას“ გადაღებიდან 45 წელი გავიდა. ფილმის გადამღებმა ჯგუფმა საიუბილეო თარიღი აღნიშნა. ღონისძიებას ლეგენდარული კოპოლა, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, დიანა კიტონი და ჯეიმს კაანიც ესწრებოდნენ. მარიო პიუზოს გახმაურებული რომანის ეკრანიზაცია 1972 წელს დასრულდა. ნათლიმამა 3 ოსკარის მფლობელია. ის ამერიკის კონემატოგრაფიის ისტორიაში 3 საუკეთესო ფილმს შორისაა დასახელებული.