ემანუელ მაკრონი ქვეყნის მართვას ვერ შეძლებს. ამის შესახებ მისმა ყოფილმა კონკურენტმა ჟან-ლიუკ მელანშონმა განაცხადა.
„ამ ადამიანს არ შეუძლია საფრანგეთის მართვა. ამაში ჩვენ ძალიან მალე დავრწმუნდებით,“-აღნიშნა ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
ამასთან, მელანშონს არ დაუზუსტებია, თუ ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.