მარინ ლე პენი ზინედინ ზიდანის განცხადებას ეხმაურება. ეროვნული ფრონტის ლიდერის თქმით, მადრიდის რეალის მწვრთნელს შეუძლია საზოგადოებას რჩევები ფეხბურთზე მისცეს, პოლიტიკა კი მისი საქმე არაა. მანამდე ესპანეთის სამეფო კლუბის მწვრთნელმა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად ლე პენის არჩევა დაუშვებელია.