ამერიკული ესკადრა კარლ ვინსონის მეთაურობით იაპონიის ზღვაში შევიდა. საზღვაო ფლოტის დამრტყმელი ჯგუფი იაპონიის საზღვაო ძალებთან ერთად ერთობლივ წვრთნას მართავს. უახლოეს ხანებში სწავლებაში სამხრეთ კორეაც ჩაერთვება. კარლ ვინსონმა კორეის ნახევარკუნძულისკენ გეზი თვის დასაწყისში აიღო, რასაც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ფხენიანი ვაშინგტონს ავიამზიდის ჩაძირვით დაემუქრა.