ეგვიპტეში რომი პაპი ჩავიდა. პონტიფიკოსის ვიზიტისთვის კაიროში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ვატიკანის საელჩოს მიმდებარე კვარტლები და ქუჩები გადაკეტილია. ახლომდებარე ტერიტორიაზე დროებით ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებაც აკრძალულია. პაპი ფრანცისკი კაიროში 27 საათი დარჩება.