კანის ფესტივალის ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრესტიჟული კინოფორუმის ჟიურის პედრო ალმადოვარი უხელმძღვანელებს. საკონკურსო ფილმებს შეაფასებენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები უილ სმიტი და ჯესიკა ჩესტეინიც. კანის 70-ე ფესტივალი 17 მაისს დაიწყება. ოქროს პალმის რტოს მფლობელის ვინაობას კი 28 მაისს გამოაცხადებენ.