შემზარავი მკვლელობა ტაილანდში. მამამ ქალიშვილი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემზარავი კადრები ფეისბუკის ადმინისტრაციამ ქსელიდან სასწრაფოდ აიღო. პოლიციის ინფორმაციით, 21 წლის ტაილანდელი მამაკაცი მცირეწლოვან შვილთან ერთად მიტოვებული სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა. ვიდეო-ტრანსლაციის დაწყებისთანავე, მისი ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა სამართალდამცავებმა დროული რეაგირება ვერ მოასწრეს. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.