ივანკა ტრამპი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სირიის ავიაბაზის დაბომბვაში რაიმე ფორმით მონაწილეობდა. როგორც ტრამპის ქალიშვილი ირწმუნება, მამას საკუთარი პოზიცია გაუზიარა, თუმცა იდლიბის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტსაც იგივე პოზიცია ჰქონდა. საბოლოოდ კი პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მრჩეველებთან კონსულტაციით მიიღო. იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად ამერიკელებმა სირიის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამის გადაწყვეტილებაში აქტიური როლი ივანკა ტრამპმა ითამაშა.