თურქეთში დაკავევები გრძელდება. სააგენტო ანადოლუს ინფორმაციით, პოლიციამ ფეთულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 800-მდე პირი დააპატიმრა. სპეცოპერაციაში, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, 8 ათასზე მეტი პოლიციელია ჩართული. მასობრივი დაკავებები თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო. 2016 წლის 15 ივლისის შემდეგ დაკავებულთა რიცხვმა 32 ათასს გადააჭარბა.