საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან ტელეარხ France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს საღამოს გადავწყვიტე პარტიის ლიდერის პოსტი დავტოვო, რადგანაც მსურს პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვიდგე. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი ყველა ფრანგის პრეზიდენტი უნდა იყოს. ახლა კი სიტყვებიდან საქმეზე გადასვლის დროა. ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და ჩვენ გავიმარჯვებთ,“-აღნიშნა მარინ ლე პენმა.