ვენესუელაში ოპოზიციამ სამგლოვიარო მარშები მოაწყო. საპროტესტო მსვლელობები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თანამებრძოლების ხსოვნას მიაგეს პატივი, რომლებიც მასობრივი არეულობებისას დაიღუპნენ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიცია საპროტესტო აქციებს თითქმის ყოველდღიურად მართავს. პოლიცია კი მანიფესტანტებს ძალის გამოყენებით შლის.