ცნობილი ამერიკელი მსახიობი პამელა ანდერსონი საფრანგეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ჟან-ლიუკ მელანშონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მელანშონი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, ვინც პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ვიკილიკსის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს და ამერიკის ყოფილ აგენტს, ედვარდ სნოუდენს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს. წინასაარჩევნო პერიოდში მელანშონი ცხოველების უფლებათა დაცვის კამპანიითაც იყოდაკავებული, რითაც პამილა ანდერსონის სიმპატია დაიმსახურა. ცნობილია, რომ მსახიობი ჯულიან ასანჟთან მეგობრობს და ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია.