ეგვიპტელმა ემან აბდ ელ-ატიმ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიან ადამიანად ითვლება, 250 კილოგრამი დაიკლო. ინდოეთის კლინიკაჩი ჩატარებული მძიმე ოპერაციის შემდეგ მან ნახევარი წონა დაკარგა. მანამდე ელ-ატი 500 კილოგრამს იწონიდა. ბარიატრიული ოპერაცია მას 2 თვის წინ ჩაუტარეს.