აშშ-მ ავღანეთში 300 საზღვაო ქვეითი გაგზავნა. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ჰილმენდის პროვინციაში განთავსდებიან და ადგილობრივი შეიარაღებული ძალების მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას. ავღანეთიდან ჯარების გაყვანა აშშ-მ 2014 წლიდან დაიწყო. დღეისათვის ქვეყანაში შეზრუდული ამერიკული კონტინგენტი რჩება.