კოლორადოში კანაფის საერთაშორისო ეკლესია გაიხსნება. ამის შესახებ გამოცემა Huffington Post იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიის მრევლი კანაფით რელიგიურ რიტუალებს შეასრულებს. ეკლესიაში ცნობილ მსახიობებს, კომიკოსებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს მიიწვევენ. იგეგმება კონცერტებისა და კონოჩვენებების მოწყობაც.