ბელარუსს საგარეო კურსი არ შეუცვლია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„არ დაიჯეროთ, რომ ბელარუსმა რუსეთს ზურგი აქცია და დასავლეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი ადგილი მშვენივრად ვიცით. დასავლეთს ჩვენ არ ვჭირდებით, თუმცა ბელარუსი ევროპის ცენტრში მდებარეობს და იძულებულნი ვართ მრავალვექტორული პოლიტიკა ვაწარმოოთ იმისათვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება დავიცვათ,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.