პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მის წინააღმდეგ აგორებულ სექსუალურ სკანდალს ჟურნალისტების მონაჭორს უწოდებს. ფეხბურთელი ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილსაც აპირებს. სკანდალური ინფორმაცია გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა „ გაავრცელა. ანონიმი ავტორი წერს, რომ რონალდო სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული, თუმცა მსხვერპლი ფულით გააჩუმა. საუბარია 375 ათას დოლარზე, რომელიც რონალდომ ამერიკელ გოგონას გადაუხადა.