მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს. მაქსიმინო როდრიგესი ქალაქ ლა-პასში სავაჭრო ცენტრთან მანქანაში ჩაცხრილეს. რეპორტიორი ადგილზე დაიღუპა. როდრიგესი გამოცემა კოლეკტივო ოერისუში კრიმინალური ბლოგის რედაქტორად მუშაობდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მექსიკაში ჟურნალისტის მკვლელობის მეოთხე შემთხვევაა.