ქობულეთში მდინარესთან ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თებერვალში ჩაიდინა მკვლელობა, გარდაცვლილი კი მისგან სახლს გირაობდა. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
41 წლის მამაკაცს ერთი თვე ეძებდნენ და მხოლოდ 2 დღის წინ მდინარე კინტრიშის ნაპირთან იპოვეს.