მკვლელობა ასპინძაში - არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
როგორც “ჯი ეიჩ ენს“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მამაკაცი მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცსაც დაესხა თავს და მას ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა. ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.