თბილისში, ხუდადოვის 99-ში მდებარე აფთიაქი "მიკო" გაძარცვეს.
დილით სამსახურში მისულ ფარმაცევტებს აფთიაქის კარი დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს.
შსს-ს ინფორმაციით, ქურდობა ღამით მოხდა. წაღებულია თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს გლდანი-ნაძალადევის პოლიცია იძიებს.