1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4270 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4270 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4276 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5884 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5900 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.