გურამ რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეხვდნენ.
რჩეულიშვილს ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.