„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი 30-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
რჩეულიშვილის 50-ათსლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ითხოვა.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე არ დაეთანხმა, თუმცა სასამართლოს სთხოვა, რომ გირაოს თანხა 10 ათასი ლარით განისაზღვროს.
ამასთან, პროკურორებმა გირაოსთან ერთად ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევაც ითხოვეს, ვინაიდან, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.
აღნიშნული შუალმდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს საქართველოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა.
გურამ რჩეულიშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.
შეგახსენებთ, რომ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.