გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა. გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა.