გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ რუსეთის ქმედებები დაგმო. იმნაძის თქმით, გაეროში მეგობარი ქვეყნების მიერ ამ საკითხის წამოწევა ქართული მხარის აქტიური მუშაობისა და კონსულტაციების შედეგია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საკითხი უკრაინამ დააყენა.