მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 20 ათასი რუბლით დააჯარიმა. ოპოზიციის ლიდერი მასობრივი ღონისძიებების ჩატარების კანონის დარღვევასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულეს. ნავალნი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე ნავალნის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. ოპოზიციონერი მოსკოვის ცენტრში გუშინ, არასანქცირებულ მიტინგზე გამოჩენისთანავე დააკავეს.