არხანგელსკელ მანიაკს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საბოლოო ბრალდება წაუყენა. ყოფილ პოლიციელს, მიხაილ პოპკოვს კიდევ 60 ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ. როგორც ძიებით გაირკვა, 20 წლის განმავლობაში, 1990-დან 2010 წლამდე მანიაკის მსხვერპლი სულ 84 ქალი გახდა. პოპკოვმა დანაშაული უკვე აღიარა. მანიაკის თქმით, ის მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს უსწორდებოდა.