16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ თურქეთში შესაძლოა კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩატარდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, რეფერენდუმის გზით თურქეთის მოსახლეობა გადაწყვეტს, ღირს თუ არა ევროკავშირში შესვლის შესახებ ბრიუსელთან მოლაპარაკების გაგრძელება. ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან თურქეთმა 1963 წელს მიაღწია, 1987 წელს კი წევრობაზე შეიტანა განაცხადი, თუმცა მოლაპარაკებები ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ 2005 წელს დაიწყო. 2016 წელს ბრიუსელი თურქეთს მიგრანტთა მიღების სანაცვლოდ პროცესის დაჩქარებას დაჰპირდა, თუმცა ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ პროცესი ისევ შეფერხდა.