მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსეთის წარმომადგენელი ევროვიზიის კონკურსში? კიევი მოსკოვს თავის პირობას უყენებს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს კონკურსში მონაწილეობა სურს, იულია სამოილოვა სხვა კონკურსანტით უნდა შეცვალოს. სამოილოვას უკრაინამ 3 წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მომღერალი პერსონა ნონ გრატად იმის გამო გამოაცხადეს, რომ ანექსირებულ ყირიმში კონცერტები ჰქონდა ჩატარებული და ნახევარკუნძულს რუსეთის შემადგენლობაში განიხილავდა.