იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საზოგადოებას რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დეტალები გააცნო.
მინისტრის თქმით, რუსთავი2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან დაუყოვნებლივ მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფა, რასაც სტრასბურგის სასამართლო დროებით შეჩერებას ეძახის. წულუკიანი აცხადებს რომ პროცედურების დაცვით მიჰყვებიან საქმეს, რადგან მეორე მხარედ ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტროა დასახელებული.
,,როგორც ამ კორესპონდეციიდან ირკვევა, დღეს რუსთავი 2-მა, როგორც კომპანიამ, მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. ამ საქმეს მიენიჭა ნომერი. რუსთავი2-მა მოპასუხედ დაასახელა საქართველოს მთავრობა.
რუსთავი 2- წარმოდგენილია ადვოკატი მურადაშვილით. რუსთავი 2-მა სტრასბურგისგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგი დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოეთხოვა:
აეკრძალოს 2 მარტის გადაწვეტილება ვიდრე სტრასბურგი არ განიხილავს არსებითად და რომ აეკრძალოს ხელისუფლებას დახუროს ან გაადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა და მესამე - აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში. რუსთვი 2 ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სტრასბურგის ევროსაბჭოს ასმბლეის იპიპის გუშინდელი ამერკის საელჩოს განცხადება და მედიის შიგნით გაკეთებული განცხადებები და თქვა, რომ თუ სურთ სასამართლო მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებას არ გამოიყენებდა დასრულდებოდა დემოკტატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ქაოსი. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ სტრასბურგის სასამართლოში. როგორც ირკვევა გადაყვტილება მიიღო მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი უცნობია, ისე რომ ჩვენ მეორე მხარე არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და რა ყოფილა გამოთხოვილი ჩვენგან ინფორმაცია.
არა საქმის განხილვად დასრულებამდე არამედ რვა მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფა და ხელსუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმნიერი ფორმით, რომელიც გამოიწვევდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ამას მიანიჭა მოსამართლემ პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილი ნებისმიერ საჩივარზე ადრე განხილავს მოცემულ საქმეს.
ეს არის სულ რაც შემიძლია გითხრათ. მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია საზოგადოებისთვის გვეთქვა რა მოითხოვა სტრასბურგის სასამრთლომ,"- განაცხადა წულუკიანმა.