თბილისის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ევროპის მიმართულებით მიმავალი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც პასპორტში აღმოაჩნდათ, უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული ყალბი ვიზები.
თბილისის პროკურატურასთან ერთად გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1966 წ.დ მანანა ილურიძე, 1964 წ.დ ირინა ესვანჯია, 1963 წ.დ ქეთევან ჭელიძე და ტურისტული საგენტო ''"ფორტუნა ტრეველის"'' დამფუძნებელი-დირექტორი, 1946 წ.დ ნორა ბუჩუკური, რომლებიც 4 000 ევროს საფასურად ამზადებდნენ ევროპის (შენგენის) ყალბ ვიზებს. ტურისტული სააგენტო ''ფორტუნა ტრეველიდან" და ნორა ბუჩუკურის სახოვრებელი ბინიდან ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია მათ მიერ დამზადებული საერთაშორისო პასპორტი (შენგენის) ყალბი ვიზით და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 11 000 ევერო.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებაში აქტიურად ჩართულია საფრანგეთის საელჩო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო.