არამხოლოდ ,,რუსთავი 2“- ს ვუსურვებ წარმატებას, არამედ მთლიანად საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, ვიანიდან ,,რუსთავი 2“ -ის არსებობა, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის არსებობა საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის,“- ეს განცხადება ხატია დეკანოიძემ უზენაეს სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ,,რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ საზოგადოებამ სამაუწყებლო კომპანიიდან შეიტყო.
"თუ არ იქნება ,,რუსთავი 2“ , არ იქნება დემოკრატია,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.