ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, "ალიანსი საქართველოსთვის" დაშლა ირაკლი ალასანიას თვალსაზრისით ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური გაერთიანების ახალა ფურცლი დაწყოს.
"მე ვფიქრობ, რომ "ალიანსი" დაშლა ირაკლი ალასანიას თვალსაზრისით ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური გაერთიანების ახალა ფურცლი დაწყოს იმ პოლიტიკური ძალებთან, რომელებსაც ასეთი გაერთიანების სურვილი აქვთ. თუმცა, სასურველია პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება არჩევნებამდე ერთი ან ორი წლით ადრე მოხდეს, რომელიც მკვეთრად გამოკვეთილი გაერთიანება იქნება პოლიტიკური მიმდინარეობის კუთხით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, "ალიანსის" დაშლა სამწუხარო ფაქტია, რადგან აუცილებელია, ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების გაერთიანება მოხდეს და მემარჯვენეებად ან მემარცხენეებად ჩამოყალიბდნენ.
"ამ შემთხვევაში "ალიანსი" მიმაჩნდა, რომ გამოკვეთილად მემარჯვენე გაერთიანება იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ წინ სოციალური საკითხები წინ წამოწიეს. ამიტომ გული დამწყდა, რომ "ალიანსი" დაიშალა, რადგან სასურველია, რომ პარტიების გაერთიანება არჩევნებამდე მოხდეს და არა წინასაარჩევნოდ", - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" დაშლის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანია წუხელ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააკეთა.