მაია რჩეულიშვილს შესაძლოა ქონება ჩამოერთვას. პროკურორის განცხადებით, მან გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია.
საუბარია 250 000 ლარზე, რომელიც ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული. ბრალმდებლის თქმით, რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია, ახალი დანაშაული ჩაიდინა, მაშინ, როდესაც აღკვეთი ღონისძიების სახით ერთ-ერთ ეპიზოდზე, პატიმრობის ნაცვლად, გირაოთი გათავისუფლდა.
მოსამართლე ქონების ჩამორთმევის შესახებ 23 თებერვალს იმსჯელებს. ახალი ბრალი პროკურატურამ რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ წაუყენა. გამოძიება მაია რჩეულიშვილს ამჯერად 236 177 ლარის მითვისებას ედავება.