სირიის ჩრდილოეთ ნაწილში  ავიაიერიშები გრძედლება. თურქულმა ავიაციამ  ელ-ბაბში ისლამისტთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  განადგურებულია 18 სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის, იარაღის საწყობი და სატვირთო მანქანები. ოპერაციას, სახელწოდებით „ევფრატის ფარი“ თურქეთი სირიაში გასული წლის აგვისტოდან ახორციელებს.