"ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დღეს ბრალდებულების დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა რჩეულიშვილები პროცესზე არ გამოცხადნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, რატომ არ გამოცხადნენ ბრალდებულები.
პროკურორების განცხადებით, საქმის გაჭიანურება ხდება. პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ამბობს, რომ მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოს სხდომებზე დასწრებას თავს არიდებენ, ამიტომ მათ აღარ დაკითხავენ. დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.
სხდომის დაწყებამდე მაია რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სასამართლო სხდომაზე დასწრება სურდა.