თურქეთის პრეზიდენტი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მარტის პირველ ნახევარში ჩავა. ამის შესახებ რუსეთში თურქეთის ელჩმა ჰუსეინ დირიოზმა განაცხადა. ვიზიტის ფარგლებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ. მანამდე ერდოღანმა შეხვედრა გერმანიის კანცლერთან გამართა. ანგელა მერკელმა სირიისა და ერაყის საკითხი, ასევე, მიგრანტთა კრიზისი განიხილეს. გერმანიის კანცლერმა თურქეთის ლიდერს დემოკრატიის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.