მასობრივი არეულობები დელავერში. ქალაქ სმირნას სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებმა მძევლად ზედამხედველები აიყვანეს. მოგვიანებით, ერთ-ერთი პატიმარი გაზეთ News Journal-ს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ამ ფორმით მსჯავრდებულებმა პროტესტი დონალდ ტრამპს გამოუცხადეს. პატიმრებთან მოლაპარაკება ამ დრომდე გრძელდება. მათ მხოლოდ ერთი მძევალი გააTავისუფლეს, ორი ზედამხედველი კი ამ დრომდე ტყვეობაში ჰყავთ.