პენტაგონი აღიარებს, რომ იემენში ავიადარტყმების შედეგად შესაძლოა მშვიდობიანი მცხოვრებლებიც დაღუპულიყვნენ. ამერიკული „აპაჩები“ და უპილოტო თვითმფრინავები იემენში „ზღვის კატებმა“ მოითხოვეს, რომლებსაც ალ-ქაიდას მებრძოლებთან მოუხდათ. ავიადარტყმების შედეგად 14 ჯიჰადისტი მოკლეს, თუმცა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიცაა. დაბომბვას 30-მდე ადგილობრივი მცხოვრფები, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც ემსხვერპლა.