მასშტაბური რეიდი გერმანიაში. პოლიციამ გეესენის მიწებზე სალაფისტთა შტაბი გამოავლინა. რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის, პეტერ ბოიტის თქმით, ოპერაციაში ათასზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული. სამართალდამცავებმა 54 საცხოვრებელი სახლი, ოფისი და მეჩეთი გაჩხრიკეს. დაკავებულია 36 წლის ტუნისის მოქალაქე, რომელიც ისლამური სახელმწიფოსთვის მოხალისეებს არჩევდა. ისლამისტებთან თანამშრომლობაში კიდევ 15 პირია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გერმანიაში მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.