ერაყში ისლამური სახელმწიფოს ცნობილი ჯალათი მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა მირორი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აბუ საიაფს ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა დანებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინციდენტი 29 იანვარს მოსულში ალ-დავასის რაიონში მოხდა.