2016 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2,2%-ი შეადგინა, რაც წინასწარ გაწერილ გეგმასთან შედარებით 0,5%-იანი ჩამორჩენაა.
“საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის IV კვარტალში 1,2 პროცენტი შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2016 წლის წინასწარი შეფასებით 2,2 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკური ანალიტიკოსი ლაშა არევაძე “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას აცხადებს, რომ 2015 წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ზრდა სამშენებლო სექტორში, რაც 2016 წელს ისეთი ინტენსიური აღარ იყო და შედარებით შემცირდა, განსაკუთრებით წლის ბოლოსკენ.
„2016 წელს რაც შეეხება მიდმინარე ეკონომიკური ზრდის ჩამორჩენას დაგეგმილთან შედარებით, ზოგადად დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა რაღაც მოდელიდან გამოდის. შეცდომები პროგნოზსა და გეგმაში ყოველთვის ხდება. ფაქტი დაფისქირდა უფრო ნაკლები ვიდრე გეგმა იყო.
ეკონომიკური ციკლი არ იყო დადებითი, მარტივად რომ ვთქვათ ერთობლივი მოთხოვნა იყო შენელებული. ასევე აქტიობა იყო შენელებული. ეს კი თავის მხრივ განპირობებული შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე ფაქტორით.
წინა პერიოდში, მაგალითად 2015 წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ეკონომიკურიო ზრდა სამშენებლო სექტორში, რაც 2016 წელს ისეთი ინტენსიური აღარ იყო და შედარებით შემცირდა, განსაკუთრებით წლის ბოლოსკენ.
2,2% არ არის ისეთი ეკონომიკური ზრდა რომლითაც ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ. რეგიონალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ჯერჯერობით ყველა ქვეყნის ბოლო კვარტლის მაჩვენებლები ცნობილი არ არის. პირველი სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე იყო და რეგიონალურ ჭრილში ამ მხრივ ჩამორჩენა არ ყოფილა“, განმარტავს არევაძე.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 2016 წლისგან განსხვავებული იქნება 2017 წელი, რადგანაც გატარებული რეფორმების ფონზე ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.
„თუ მსოფლიო ბანკის 2017 წლის უახლეს რეპორტს გადავხედავთ, ვნახავთ რომ ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებულია ინვესტიციების ნაკლებობა. ერთის მხრივ იმის გამო, რომ მოგების გადასახადი შემცირდებ,ა კერძო ინვესტიციებს ხელი უნდა შეეწყოს და მეორეს მხრივ გაიზრდება სახელმწიფო ინვესტიციები. ამ ტენდენციების გათვალისწინებით ეს ყველაფერი დადებითად აისახება 2017 წლის ეკონომიკური ზრდის მოლოდინებზე. 2017 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი უნდა იყოს ვიდრე ეს იყო 2016 წელს“, აცხადებს ანალიტიკოსი.